English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძეეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილი
XXI საუკუნის ეკოლოგიური გამოწვევები

ანოტაცია. ნაშრომში გამოკვლეულია გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც გადაუჭრელი რჩება XXI საუკუნეშიც. კერძოდ: მსოფლიო ოკეანის, გეოფოინდის განადგურებისა და განადგურების, ატმოსფეროს დაბინძურების, ოზონის ფენის დარღვევის პრობლემა და და სხვა პრობლემა.

საკვანძო სიტყვები:კოევოლუცია, ბიოსფერო, ნეოსფერო, კლიმატის ცვლილება, სათბური გაზები.

შესავალი 

დღეისათვის კაცობრიობის წინაშე მკაცრად დგას პრობლემა ბუნებრივი რესურსების ამოწურვისა და ბუნების კვლავწარმოების პროცესების დარღვევისა. ამ პრობლემას მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებული ყურადღება მხოლოდ XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისიდან მიექცა, რასაც არაერთი საერთაშორისო ღონისძიება მიეძღვნა (1972 წლის სტოკ¬ჰოლ¬მის (“ნულოვანი ზრდა”)  და 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს (“დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის”) გარემოსა და განვი¬თარების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცოები, გაეროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კო¬¬მისიის მოხსენება (1987) – “ჩვენი საერთო მომავალი” და სხვ., რომლებზედაც გამოითვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპებისა და წარმოების არსებული ტექნოლოგიების შენარჩუნების შემთხვევაში, კაცობრიობას კატასტროფა დაემუქრებოდა. შედეგად მიღებული იქნა მდგრადი განვითარების კონცეფცია, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გაგრძელდეს¬ ეკონომიკის უწყვეტი განვითარება ახლანდელი თაობის მოთხოვნათა დაკმაყოფილების გასაუმჯობესებლად, ოღონდ მომავალი თაობების არსებობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. ამისათვის აუცილებელია განხორციელდეს საზოგადოებასა და ბუნებას შორის ნივთიერებათა და ენერგიის რაციონალური გაცვლა, რომ ეკონომიკის განვითარება დაემყაროს ბუნების თვითაღდგენისა და აღწარმოების მკაცრ კანონზომიერებებს, ანუ მოხდეს საზოგადოებისა და ბუნების განვითარების კოევოლუცია, რომლის დროსაც ხდება ჩვენი პლანეტის ბიოსფეროს გადასვლა ახალ თვისებრიობში – ნეოსფეროში, მოაზროვნე გარსში, სადაც ადა¬მიანები ამცირებენ ბიოსფეროსადმი არა მხოლოდ მის, არამედ ბუნების დამანგრეველი ძალების მიერ მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების შედეგებს (Abesadze R. 2017). მიუხედავად მსოფლიოს მირ გარემოს დაცვისადმი გამოჩენილი ძალისხმევისა, XXI საუკუნეშიც ბევრი გადაუჭრელი პრობლემა რჩება. 

XXI საუკუნის ეკოლოგიური პრობლემები 

ერთ-ერთი ფაქტორი ეკოლოგიური პრობლემების არსებობისა XXI საუკუნეში არის მოსახლეობის ზრდა, ვინაიდან ის იწვევს: ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოცულობის ზრდას; ამცირებს ბუნებრივ საფარს ეკონომიკისა და საყოფაცხოვრებო  ფართობების ზრდის გამო (სახნავ-სათესი ფართობები, შენობები, გზები, ნაგავსაყრელები და  ხხვა). დედამიწის მოსახლეობა კი სწრაფად იზრდება. 10000 წლის წინ დედამიწის მოსახლეობა შეადგენდა 5 მილიონს. მოსახლეობის რიცხოვნობამ პირველ მილიარდს კი მიაღწია 1804 წელს, 2 მილიარდს 123 წლის შემდეგ (1927), 3 მილიარდს 33 წლის შემდეგ (1960), 4 მილიარდს 14 წლის შემდეგ (1974), 5 მილიარდს 13 წლის შემდეგ (1987), 6 მილიარდს 12 წლის შემდეგ (1999), 7 მილიარდს კვლავ 12 წლის შემდეგ (2011)[1]. 8 მილიარდს, სხვადასხვა პროგნოზით, დედამიწის მოსახლეობა კვლავ 12 წლის შემდეგ, 2023 წელს  მიაღწევს[2]. როგორც ვხედავთ, თუ პირველი მილიარდის მიღწევას ათასწლეულები, ბოლო მილიარდის მიღწევას მხოლოდ 12 წელი დაჭირდა.

დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა სხვადასხვა სახის მავნე გავლენა გარემოზე: ოზონის ფენის დარღვევა; რადიოატიური დაბინძურება; СО2-ის ატმოსფეროში გამოფრქვევის მოცულობის ზრდა; ნიადაგის დაბინძურება პესტიციდებით; მსოფლიო ოკიანის დაბინძურება, ცხოველთა და მცენარეთა ათასობით სახეობათა გაქრობა; ტყის საფარის გამუდმებული შემცირება; ატმოსფეროს ტოტალური დაბინძურება, სუფთა ჰაერის დეფიციტი; ოზონურ შრეში (რომელიც იცავს ადამიანებს სასიკვდილო კოსმოსური გამოსხივებებისაგან) ხვრელების გაჩენა; მსოფლიო ოკეანე სულ უფრო და უოფრო ნაკლებად არეგულირებს ბუნებრივ პროცესებს [Актуальные... 2019] და სხვ.

მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება მოხმარებული ენერგიის რაოდენობა. ივარაუდება, რომ 2100 წლისათვის ენერგიის წარმოება უნდა გაიზარდოს 4-ჯერ, განვითარებულ ქვეყნებში კი 10-ჯერ, რაც გამოიწვევს ნახშირბაქდის დიოქსიდის ატმოსფეროში გამოტყორცნის მნიშვნელოვან ზარდას. 

გეოფონდის განადგურება და გაღარიბება. ეს მთელი მსოფლიოს უზარმაზარი ეკოლოგიური პრობლემაა. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ბოლო 200 წლის განმავლობაში დაიკარგა 9 000 სახეობის მცენარე და ცხოველი, თანდათან მცირდება სასარგებლოწიაღისეულთა რაოდენობა. ბიოლოგიური მრავალფეროვნობის შემცირება გამოწვეულია: ბინადრობის გარემოს დაკარგვა; ბიოლოგიური რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაცი; გარემოს დაბინძურება და სხვ [ТОП-8... 2013]. ტყეების გაჩეხვა იწვევს ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაციისა   და დედამიწაზე წყლის რესურსების შემცირებას.

მსოფლიო ოკეანის პრობლემა. მსოფლიო ოკეანეს უჭირავს დედამიწის ზედაპირის 2/3-დი ნაწილი. მისი ქიმიური დაბინძურება ძლიერ საშიშია, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს წყლისა და საკვები რესურსების ძლიერი შემცირება და ჟანგბადის ბალანსის დარღვევა ატმოსფეროში. ძლიერ იზრდება მსოფლიო ოკეანის დაბინძურება ენერგეტიკის, ქიმიური და სამხედრო მრეწველობის პროდუქტებით.

ატმოსფეროს დაბინძურება. იზრდება მავნე გამონატყორცნების რაოდენობა და იგი ვრცელდება მთელ ატმოსფეროში და ღებულობს გლობალურ ხასიათს, მჟავე წვიმები დიდ ზარალს აყენებს ტყეს. ასევე გლობალურ ეკონომიურ პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი ლანდშაფტების ზედაპირების დაბინძურება და დამახინჯება.9 მილიარდ ტონაზე მეტი სათბობი (ნავთი, ბუნებრივი აირი,ქვანახშირი, მეთანი და სხვ.) იწვის ყოველწლიურად [Глобальные... 2020].

ოზონის ფენის დარღვევა. ოზონის ფენის დარღვევა ძლზე საშიშია, ვინაიდან იგი იცავს ადამიანებს მომაკვდინებელი ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. პირველი ასეთი ხვრელი აღმოაჩინეს 1982 წელს. შემდეგ გაირკვა, რომ ოზონის ფენა ნადგურდება თვითმფრინავების, კოსმოსურ ხომალდთა და თანამგზავრთა რეაქტიული ძრავების მიერ.

კლიმატის ცვლილება. კლიმატი მოიცავს შემდეგ მაჩვენებლებს: საშუალო ტემპერატურა, ნალექის რაოდენობა, მზიანი დღეების რაოდენობა და სხვა. კლიმატის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს მზის ნათების, დედამიწის ორბიტისა და ღერძის დახრილობის, ატმოსფეროს გამჭვირვალობის, სათბური გაზების კონცენტრაციის, დედამიწის ზედაპირის ამრეკლი უნარისა და სხვათა ცვლილებებმა. მან შეიძლება გამოიწვიეს გლობალური ნეგაყიური მოვლენები: ლანდშაფთა ტენიანობის შემცირება;  კლიმატური და მცენარეული ზონების გადაადგილება; ყინულების, მყინვარებისა და მარადი გაყინულობის ლღობა; მსოფლიო ოკეანის დონის აწევა; ოკეანეთა წყლის ცირკულაციისა და მთლიანი ჰიდროლოგიური ციკლის დარღვევა;  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ძშემცირება; მტკნარი წყლის დეფიციტს (ამჟამად 1 მილიარდი ადამიანი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს წყლის დეფიციტის პირობებში [Глобальные...2019], რაც ასევე ეს  წარმოშობს ცუდ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს). ამ პრობლემის გადასაწყვეტად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სათბური გაზების შემცირებას, ვინაიდან ისინი იწვევენ იონური ხვრელების წარმოქმნასა და კლიმატის ცვლილებებს, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის ზრდას და და შედეგად ოკიანის დონის მატებას. 

ტოქსიკური ნივთიერებების ატმოსფეროში გამოშვება.არსებობს ტოქსიკური ნივთიერებების სხვადასხვა სახეობა: წარმოშობის მიხედვით: სამრეწველო შხამები; შხამქიმიკატები; სასუქები; მედიკამენტები; საყოფაცხოვრებო ქიმიკატები და მომწამვლელი ნივთიერებები; მცენარეული და ცხოველური შხამები. ტოქსიკური ზემოქმედების მიხედვით: ნერვულ-პარალიტიკური; კანის; მსუთავი; ცრემლმნდენი; ფსიქოლოგიური; საერთოტოქსიკური· და სხვ. ასეთი9 ნივთიერებების წარმოებისა და მოხმარების პროცესში ისინი ხვდებიან აქმოსფეროში და შემდეგ კი ადამიანის ორგანიზმში.

ნარჩენების ზრდა. მე -20 საუკუნეში წარმოებისა და მოხმარების ნარჩენების რაოდენობა იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ მათი ფორმირება მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. ნარჩენები განსხვავდება: წარმოშობის მიხედვით: წარმოების ნარჩენები (სამრეწველო ნარჩენები); მოხმარების ნარჩენები (საყოფაცხოვრებო); სამხედრო ნარჩენები. შემადგენლობით: ბიოლოგიური წარმოშობის ნარჩენები; ადამიანის მიერ შექმნილი ნარჩენები; აგრეგატიული მდგომარეობის მიხედვით: მყარი; თხევადი; აიროვანი. ნარჩენების საშიშროება განისაზღვრება მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით, აგრეთვე მათი შენახვის ან გარემოში განთავსების პირობებით.

ნიადაგის დეგრადაცია არის პროცესების ერთობლიობა, რაც იწვევს ნიადაგის ფუნქციების ცვლილებას, მისი თვისებების რაოდენობრივ და ხარისხობრივ გაუარესებას, ნიადაგის თანდათანობით გაუარესებასა და ნაყოფიერების დაკარგვას. გამოყოფენ მოცემულია ნიადაგის დეგრადაციის ყველაზე მნიშვნელოვან სახეებს: ტექნოლოგიური (ხანგრძლივი გამოყენების შედეგად); ნიადაგის ეროზია; დამლაშება; გაწყლოვანება; ნიადაგის დაბინძურება; გაუდაბნოება.

ნიადაგის გაუდაბნოება არის დამუშავებული ნაყოფიერი სარწყავი მიწების უწყლო და უსიცოცხლო უდაბნოებად ტრანსფორმაციის პროცესი ნიადაგისა და მცენარეულობის ნაყოფიერების დაკარგვით. ნიადაგის გაუდაბნოების მიზეზებია: წყლის სიმცირე; გვალვა; კლიმატის ცვლილება; ტყეების გაჩეხვა; პირუტყვის მიერ გადაძოვება; ბიოლოგიური სიკვდილი; სადრენაჟეების ნაკლებობა; მარილის დაგროვება; მიწისქვეშა წყლების დონის შემცირება; მორწყვის შეწყვეტა; წყალსაცავის წყლის ბალანსის დარღვევა; ნაყოფიერების დაკარგვა.

ტექნოგენური კატასტროფა არის უდიდესი უბედური შემთხვევა ადამიანის მიერ შექმნილ ობიექტში, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მასიური მოსპობა და ეკოლოგიური კატასტროფაც კი. ტექნოგენური კატასტროფების ერთ-ერთი მახასიათებელია მათი შემთხვევითი ხასიათი. ადამიანის მიერ გამოწვეულმა კატასტროფებმა შეიძლება გამოიწვიოს პანიკა და ტრანსპორტის კოლაფსი. მსოფლიოში ყოველწლიურად ათობით სხვადასხვა მასშტაბის ტექნოგენური კატასტროფები ხდება. მაგალითად, 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრისა და შემდეგ ცუნამის შედეგად მოხდა ძლიერი ბირთვული ავარია ატომურ სადგურ „ფუკუსიმაში-1-ში“. 2000 წლის ივლისში, ბრაზილიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი კატასტროფის შედეგად, მილიონზე მეტი გალონი ნავთობი (დაახლოებით 3180 ტონა) ჩაედინა მდინარე „იგუასუში“. 2015 წლის 12 აგვისტოს, ჩინეთის პორტში ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვის დროს, უსაფრთხოების დარღვევის შედეგად, მოხდა ორი უზარმაზარი აფეთქება, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით მსხვერპლი, ასობით დანგრეული სახლი და ათასობით განადგურებული მანქანა [Крупнейшие… 2020], ბუნებრივი კატასტროფები.

დასკვნები 

  1. მიუხედავად მსაოფლიოს ქვეყნების, ევროკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გარემოს დაცვისადმი გამოჩენილი ძალისხმევისა, XXI საუკუნეშიც ბევრი გადაუჭრელი პრობლემა რჩება.
  2. ერთ-ერთი ფაქტორი ეკოლოგიური პრობლემების არსებობისა XXI საუკუნეში არის მოსახლეობის ზრდა, ვინაიდან ის იწვევს: ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოცულობის ზრდას; ამცირებს ბუნებრივ საფარს ეკონომიკისა და საყოფაცხოვრებო  ფართობების ზრდის გამო (სახნავ-სათესი ფართობები, შენობები, გზები, ნაგავსაყრელები და  ხხვა). დედამიწის მოსახლეობა კი სწრაფად იზრდება.
  3. XXI საუკუნის ეკოლოგიური გამოწვევებიდან შეიძლება გამოიყოს: გეოფონდის განადგურება და გაღარიბება; მსოფლიო ოკეანის პრობლემა; ატმოსფეროს დაბინძურება; ოზონის ფენის დარღვევა; კლიმატის ცვლილება; ტოქსიკური ნივთიერებების ატმოსფეროში გამოშვება; ნარჩენების ზრდა; ნიადაგის დეგრადაცია; ნიადაგის გაუდაბნოება.
  4. XXI საუკუნის ეკოლოგიური გამოწვევების გადასაჭრელად აუცილებელია: მწვანე და წრიული ეკონომიკის გაძლიერება, მომავლის რესურსების გამოვლენა და ათვიოსება.
  5. მსოფლიო მასშტაბით უნდა მოხდეს პროცესების მართვა ეკონომიკის ისეთ დარგებში როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლისა და ტყის მეურნეობა, ნარჩენები და წყლის მეურნეობა. გამონაბოლქვის შესამცირებლად დამატებით შემოღებული უნდა იქნეს სტანდარტები, ეკოლოგიური გადასახადები, წახალისადეს ეკოლოგიურად სუფთა რექნოლოგიების შექმნა და გამოყენება. 

ლიტერატურა 

  1. Abesadze R. 2017.  Modern global trends and problems of sustainable developmen. Proceedings of Materials of International Scientific Internet Conference -  “Curent economic trends of sustainable development”.  Paata Gugushvili Institute of Economics TSU;         
  2. David E. Lorey. 2002. Global Environmental Challenges of the Twenty-First Century. 2002. Rowman & Littlefield Publishers, Pages: 312;
  3. Бурко Р., Терёшина Т. 2013. Экологические проблемы современного общества и пути их решения https://moluch.ru/archive/58/8206/;
  4.  Актуальные проблемы экологии и способы их разрешения. http://problems21centry.blogspot.com/p/blog-page.html
  5. Глобальные экологические проблемы и приоритеты XXI века. 2019 https://baribar.kz/student/23779/ globalnye-ekologicheskie-problemy-i-prioritety-xxi-veka/
  6. Глобальные экологические проблемы XXI века. 2020. https://ecoair.kz/info/ Globalnyie-ekologicheskie-problemyi-XXI-veka-2822
  7. Крупнейшие техногенные катастрофы XXI века. 2020 https://bigpicture.ru/krupnejshie-texnogennye-katastrofy-xxi-veka/
  8. Методы снижения выбросов токсических веществ в атмосферу. 2020. http://energetika.in.ua/ru/books/book-5/part-3/section-2/2-3 
  9.  ТОП-8 экологических проблем земли нашего времени. 2013. https://xn----stbmju3c.xn--p1ai/a224466-top-ekologicheskih-problem.html